"ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმის მეორე დღეა. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის ეძღვნება.
ქართველი და უცხოელი მეცნიერების, ისტორიკოსების, თეოლოგების, კულტურის მოღვაწეებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით ტარდება თემატური სესიები.
სიმპოზიუმი გუშინ გაიხსნა - მას საქართველოს პატრიარქი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი დაესწრნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის სიღრმისეულ გააზრებას და მსოფლიო ცივილიზაციაში ქვეყნის როლის წარმოჩენას.