ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი, ბოლო ორი დღის განმავლობაში, იემენელი "ჰუსიტების" სამიზნე უკვე მეორედ გახდა.
დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი. საერთო ჯამში, შაბათ-კვირას მომხდარ სარაკეტო დარტყმებს 14 პირი ემსხვერპლა, დაჭრილთა რაოდენობა კი 300-ს აჭარბებს. საუდის არაბეთის აეროპორტებში ფრენები შეზღუდული რჩება.