მინდა ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებულ მედლის მნიშვნელობას.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრავმით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება", - განაცხადა პრემიერმა.