13 ოქტომბერი 2026,   00:31
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს

თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა „სამართლიანი არჩევნები“ საერთოდ არ არის ღირებული, რადგან ის არის PVT-ის გამყალბებელი ორგანიზაცია.

"თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს. ერთადერთი ტროლ-ბოტი, ვინც მახსენდება არჩევნებთან მიმართებით, არის სწორედ ე.წ. სამართლიანი არჩევნები. ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი "ფეისბუქში", ზოგადად სოცმედიაში და გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები