საფრანგეთში, პრეზიდენტობის კანდიდატ რაფაელ გლუკსმანს შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა პარიზის ერთ-ერთ ოლქში მოხდა.
მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ევროპარლამენტარს, რომელიც ბარის დატოვების შემდეგ ტაქსისკენ მიემართებოდა, უცნობმა პირმა თავზე ფქვილი დააყარა.
ინციდენტის შემდეგ გლუკსმანმა ტერიტორია დატოვა.