13 ოქტომბერი 2026,   03:37
ვრცლად
გაუგებარი ბრალდება გახლავთ, რომ ვინც "ოცნების" მომხრე არ არის, ამიტომაც არ უნდა იმღეროს - ირაკლი ფავლენიშვილი

ევროკავშირის მხრიდან კორძის მხარდაჭერის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ ჯგუფ "გამოუვალ მდგომარეობას" კახეთში უმასპინძლა. 

კორძის მსგავსად "გამოუვალი მდგომარეობის" ტექსტებშიც ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი ფრაზები და აგრესიული მიმართვები ხელისუფლების და მათი მხარდამჭერების მისამართით.

"ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის ელჩის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ.

ოპოზიციისთვის კი, მსგავსი შეფასება გაუგებარია. 

"აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდება გახლავთ, რომ ვინც "ოცნების" მომხრე არ არის, ამიტომაც არ უნდა იმღეროს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნება აქვთ 21-ე საუკუნეში ადამიანებს", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.

 

დღის ამბები