12 ოქტომბერი 2026,   20:03
ვრცლად
პრემიერი: ჩვენ გვინდა, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც, თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან

ჩვენ გვინდა ორივე - ერთი, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან.

"ამ ადამიანებმა, ამ ბიუროკრატებმა მკაფიოდ განაცხადეს 2024 წლის  არჩევნებამდე, რომ თუ არ შეიცვლებოდა ხელისუფლება და არ დაბრუნდებოდა  კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ამ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს პირდაპირ განაცხადეს.  შემიძლია ციტატები ამოგიღოთ, სადაც პირდაპირ ამბობდნენ და  მათ შორის, ბატონი ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი  ამბობდა, რომ ახლა არის პრობლემები ამ ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ უნდა გამოხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან და უნდა გაესტუმრებინა ხალხს ეს ხელისუფლება. ხელისუფლების გასტუმრება ნიშნავდა, მათ შორის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას. მათ გამოხატეს ეს პოლიტიკური სურვილი და პირდაპირ თქვეს, რომ ან "ნაცმოძრაობა" უნდა დაბრუნდეს, ან შეჩერდება ევროინტეგრაცია. ჩვენ გვინდა ორივე - ერთი, რომ აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და მეორე - გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც. თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, რომ საერთოდ არაფერი დარჩება ევროინტეგრაციიდან", -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60-65% იყო შესრულებული იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ახლა არის შესრულებული 90%. 

"მაგალითად დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, კითხვაზე პასუხად შეიძლება გითხრათ რამე ევროკავშირთან დაკავშირებით. თქვენ როცა კითხვას სვამთ, მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ან ჰერჩინსკის განცხადებაზე. ჰერჩინსკიმ რა გააკეთა, ჯერ ერთი კონცერტის გაკეთება უნდოდათ ევროკავშირის დაფინანსებით და მაინცდამაინც, შემთხვევით მიაგნეს მხოლოდ იმ მუსიკოსს, რომელიც მღეროდა ამ ცნობილ სიმღერა „ოლე ოლას“. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს  1 120 000 მოქალაქეს. მაინცდამაინც ისე დაემთხვა, რომ ევროკავშირი იწვევდა ამ ადამიანს კონცერტზე. ის კონცერტი გაუქმდა  იმიტომ, რომ საფრთხე დაინახა კონკრეტულმა მომღერალმა, გავიდა რამდენიმე დღე და კიდევ ერთი კონცერტი იმართება და ჰოი საოცრებავ, ისევ დაემთხვა, კიდევ ერთი „ოლე ოლას“ მომღერალი. ეს ხომ პოლიტიკური განაცხადია. 150 კაცი შეკრიბეს, სასტუმროს ეზოში მოაწყვეს კონცერტი. ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ "ოლე ოლას" შემსრულებელი მიიწვია მაინცდამაინც კონცერტზე, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს, 1 120 000 ადამიანს მძაფრი ფორმით, შეურაცხმყოფელი ფორმით. რა თქმა უნდა, ამას გიპასუხებთ. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პასუხად კითხვებზე და ეს კითხვები ეხება ხოლმე მათ თავდასხმებს ქართველ ხალხზე. მარტივად არის საქმე. ჩვენ ხმას არ ვიღებთ, თქვენ გვისვამთ კითხვას, ევროპარლამენტი თავს დაესხა ქართველ ხალხს, დაამტკიცა რეზოლუცია, ან ჰერჩინსკი თავს დაესხა ქართველ ხალხს, როდესაც „ოლე ოლას“ მომღერლებთან ერთად გამართა კონცერტი. ამ კითხვაზე, რა თქმა

უნდა, პასუხს გაგცემთ და ეს პასუხი, ბუნებრივია, ვერ იქნება დადებითი. მარტივად არის საქმე - რა შუაშია ჩვენგან თავდასხმა.  საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა,  თუ განვითარება, რა დავთმოთ?. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები, იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის, კანონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის", -  განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები