საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს.
დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვებული და „All Star-ის“ რვაგზის მონაწილეა. ლეგენდარული კალათბურთელი საქართველოში „ბლექ ფორტრეს თბილისის“ შემადგენლობაში სათამაშოდ ჩამოვიდა.