საფრანგეთში სტუდენტებისა და მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. სტუდენტური კავშირის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების 90% ბლოკირებულია.
პარიზსა და ლიონში პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და რამდენიმე პირი დააკავეს.
ახალგაზრდები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. დაშავებულია ასობით ადამიანი, დაკავებულია სამიათასზე მეტი, უმეტესობა არასრულწლოვანია.