შემოქმედებითი საქართველოს, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი".
ქართველი ანიმაციის რეჟისორის, სცენარისტისა და ვიზუალური არტისტის, მამუკა ტყეშელაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“ სოხუმის ომამდელ ცხოვრებას, ბავშვობის მოგონებებს, ნოსტალგიას, პირველ სიყვარულსა და დაკარგული სახლის დაბრუნების სურვილს ეხება. ფილმი სოხუმის ისტორიას არა დოკუმენტური ქრონიკის, არამედ ერთი ბავშვის პირადი მოგონების საშუალებით გვიყვება.
2026 წელს შექმნილი 18-წუთიანი ფილმი თოჯინური სტოპ-მოუშენისა და ამოჭრილი ფორმებით შექმნილი ანიმაციის ტექნიკას აერთიანებს.
ფილმის პრემიერა „ანესის“ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე შედგა, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ფილმის შემოქმედებითი გუნდი:
რეჟისორი: მამუკა ტყეშელაშვილი
პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა
ფილმის დახურული ჩვენება გაიმართება 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ძმები კაკაბაძეების ქუჩა# 2, საქართველოს კინოაკადემიის განახლებულ დარბაზში.
16 და 17 ოქტომბერს ფილმის ნახვის შესაძლებლობა ფართო აუდიტორიასაც ექნება
ანიმაციის საჯარო ჩვენებები არქივის კინოდარბაზში გაიმართება
16 ოქტომბერი - 20:00 საათი
17 ოქტომბერი - 15:00, 16:00 და 17:00 საათზე