15 ოქტომბერი 2026,   18:33
ვრცლად
სტამბოლში ძლიერმა წვიმებმა სერიოზული პრობლემები შექმნა - სტიქიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი

სტამბოლში ძლიერმა წვიმებმა სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის, 14 წლის მოზარდია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქის უბნები დატბორილია, მანქანები წყალშია ჩაძირული. უხვი ნალექის გამო სახლები და სავაჭრო სივრცეები დაზიანდა.

გზებზე ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენა მძიმე ტექნიკის დახმარებით ხდება. ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ კვადრატულ მეტრზე 200 კილოგრამს გადააჭარბა. ქალაქში დღეს სასწავლო დაწესებულებები დაიხურა. 

დღის ამბები