18 ოქტომბერი 2026,   06:21
ვრცლად
პორტუგალიის ქალაქ პორტოში საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციასა და დემონტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

პორტუგალიის ქალაქ პორტოში საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველები ცენტრალურ მოედანზე ღამის საათებში მობილიზდნენ, რათა დემონსტრანტების მიერ გაშლილი კარვები აეღოთ.

სხვადასხვა დაზიანება 37-მა ადამიანმა მიიღო.

საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც საცხოვრებლის მაღალი ფასების და საბინაო კრიზისის მოგვარებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

დღის ამბები