რმდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს, 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში.
განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებია. მმართველ პარტიაში უკვე დაადასტურეს, რომ სხდომას დაესწრება "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს, მნიშვნელოვანია ლიდერების მონაწილეობით უმრავლესობის სხდომები ხშირად იმართებოდეს.
"იცით, რომ უმრავლესობის სხდომა ყოველთვის სასესიო კვირის დასაწყისში იმართება, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე და დაგროვილი პოლიტიკური საკითხების განსახილველად, ჩვენ სხვადასხვა დროს არაერთხელ შევკრებილვართ. რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების მონაწილეობით უმრავლესობის სხდომები ხშირად იმართებოდეს, მივესალმები და რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება ეს თავად გუნდში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.