17 ოქტომბერი 2026,   02:25
ვრცლად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.

"დღეს დილით შევამოწმე, ეს ჩვენ არ ვყოფილვართ. ამბობენ, რომ ახლა  ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. არ მგონია, რომ ეს ილონს გაეკეთებინა. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის იყო" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. 

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ი აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს.

დღის ამბები