18 ოქტომბერი 2026,   06:22
ვრცლად
შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

შოტლანდიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შოტლანდიის პოლიციის განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად 80 წლის მამაკაცი და 16 წლის მოზარდი გარდაიცვალნენ.

მედიის ინფორმაციით, მათ ოჯახის წევრებსა და უახლოეს ნათესავებს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.

ავიაკატასტროფის შემდეგ, დრიმენის (Drymen) რაიონის თავზე დროებით საჰაერო შეზღუდვები დაწესდა, რომელიც დრონების ფრენასაც შეეხო.

პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ეს შეზღუდვები საჰაერო შემთხვევების გამოძიების სამმართველოსთვის (Air Accidents Investigation Branch) გამოძიების ჩატარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად დაწესდა.

პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შეზღუდულ საჰაერო სივრცეში ფრენა სისხლის სამართლის დანაშაულია.

დღის ამბები