"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, ქუთაისში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს. დღეს სასტუმრო "არგოში" საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა ჭადრაკში. მასში პროფესიონალი და მოყვარული მოჭადრაკეები, ასევე ექიმები და პაციენტები მონაწილეობენ.
ტურნირი საქველმოქმედოა და შეგროვებული თანხა პაციენტებს მოხმარდება. გამარჯვებულებს სიმბოლურად ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერით საპრეზენტაციო დაფები, წიგნები, სერტიფიკატები და მედლები გადაეცემა. კამპანია "ვარდისფერი ოქტომბერი" ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.