20 ოქტომბერი 2026,   21:56
ვრცლად
ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური - ირაკლი ნადარეიშვილი

მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.

პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

 

დღის ამბები