22 ოქტომბერი 2026,   04:37
ვრცლად
უცხოელი ლიდერები საფრანგეთის ბოლოდროინდელ მოვლენებს ისე აფასებენ, რომ საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან - ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყნების ლიდერებს, შეფასებების გაკეთების დროს, თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, უცხო ქვეყნების პირველი პირები, ხშირად, მოვლენებს ისე აფასებენ, რომ პროცესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

"უცხოელი ლიდერები საფრანგეთის ბოლოდროინდელ მოვლენებს ისე აფასებენ, რომ საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან. ისინი ამ თემას საარჩევნო მიზნებისთვის ან ჩვენს დასაზიანებლად იყენებენ. მათ მინიმალური თავშეკავება, პატივისცემა და სოლიდარობა მაინც უნდა გამოიჩინონ. ეს ღირსების საკითხია და მათსავე ინტერესებში შედის.

საფრანგეთის საგარეო უწყება მზადაა, დაეხმაროს ამ ქვეყნებს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ეს ხელს შეუშლის ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და აღკვეთს სოციალურ ქსელებში ყველაფრის განურჩევლად წერას", - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები