22 ოქტომბერი 2026,   05:56
ვრცლად
ახლა ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ განვიხილოთ ბოლო 22 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და, რაც მთავარია, ამ ქვეყანაში 22-წლიანი დემოკრატიის დამხობის მცდელობები - არჩილ გორდულაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებაა. 

გორდულაძემ მაგალითად გირგვლიანის საქმე და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები მოიყვანა: 

"მე არ ვუპასუხებ ამ ყველაფერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, რომ იგი გაუქმებულია გირგვლიანის ქეისიდან გამომდინარე. შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ იმისათვის, რომ მიეჩქმალათ გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დიახ, ეს პარტიული გადაწყვეტილებები იყო, პარტიული თანამდებობის პირების, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე მაშინ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დღეს მოქმედი, ან მაშინდელი მოქმედი წევრები. 

მარტივი ამბავია, დღეს ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომ განვიხილოთ ბოლო 22 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსი, საერთაშორისო სამართლის გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანაში და, რაც მთავარია, ამ ქვეყანაში 22-წლიანი დემოკრატიის დამხობის მცდელობები. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვისარგებლოთ არა პოლიტიკური განცხადებებით, რასაც ქალბატონი ხატია დეკანოიძე აკეთებდა, არამედ სამართლებრივად და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, გვაქვს შესაბამისად მტკიცებულებები და სრულად და თავისუფლად წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციებს.   

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იგი აფინანსებდა იმ ყველაფერს, რომელზეც ახლა საუბრობს "ნაციონალური მოძრაობა", რომ მათი წარმატებაა,  მაგალითად, თუნდაც პატრულის რეფორმა, ჯარის რეფორმა, რომელიც სრულად მისი დაფინანსებულია და ახლა ესენი ყველაფერს პირიქით ატრიალებენ არ გამოვა ეგ ამბავი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

დღის ამბები