23 ოქტომბერი 2026,   12:24
ვრცლად
საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სასწრაფო წესით გააუქმა პოლიციის განკარგულება, რომლითაც სტუდენტებს პარიზში აქციის ჩატარება ეკრძალებოდათ

საფრანგეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სასწრაფო წესით მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა პარიზის პოლიციის განკარგულების მოქმედება, რომლითაც აკრძალული იყო ორგანიზაცია Interfac Île-de-France-ის მიერ დაგეგმილი დემონსტრაცია.

მედიის ცნობით, ეს ორგანიზაცია უნივერსიტეტის გენერალური ასამბლეებისგან ჩამოყალიბებული სტუდენტური ასოციაციაა.

აქცია დღეს, 14:00 საათზე იყო დაგეგმილი. მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ გააუქმა აკრძალვა.

როგორც გამოცემა france240-ი წერს, აკრძალვის მოხსნის შემდეგ, სტუდენტები პარიზში აქციის ჩასატარებლად შეიკრიბნენ.

დღის ამბები