24 ოქტომბერი 2026,   13:34
ვრცლად
ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა იმართება

"AGRO BATUMI 2026" - ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა იმართება.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები პოტენციურ მყიდველებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას შესთავაზებენ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნობიან. მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აგროსასურსათო სექტორის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ძალიან დიდი დაინტერესებაა საზოგადოებაში აგრომიმართულებით.

"მე-14 ჯერ იმართება ეს ღონისძიება ჩვენს რეგიონში და გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება კომპანიების რაოდენობა. 70-მდე კომპანია წელს იღებს მონაწილეობას, დღეს ჩვენ ვხედავთ აქტიურობას, ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მოდის კომპანიის წარმომადგენლები, ზოგადად, მათ შორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რათა უფრო ახლოს გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ შესაძლებლობებს, თუ რა სიახლეები არის აგრომიმართულებით", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

დღის ამბები