აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, აშშ გეგმავს როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან ააწყოს ეკონომიკური ურთიერთობები. მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ამასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ბიზნესს ვაწარმოებთ უკრაინასთან და, ვფიქრობ, რუსეთთანაც", - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტებთან ტრამპის მეუღლემ, მელანიამაც ისაუბრა. რეპორტიორის კითხვაზე, გეგმავდნენ თუ არა უკრაინაში ვიზიტს, მელანიამ უპასუხა: "ვნახოთ".
ცნობისთვის, ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.