30 ოქტომბერი 2026,   22:39
ვრცლად
კატარის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის თეირანში ჩავიდა - ირანული მედია

თეირანში კატარის დელეგაცია ჩავიდა, რომელიც ირანის მაღალჩინოსნებთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე მოლაპარაკებებ გამართავს. ინფორმაციას ირანული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დელეგაციას კატარის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის უფროსი მრჩეველი ხელმძღვანელობს.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრებზე მთავარი ყურადღება, ირანსა და კატარს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მოსაზრებების გაცვლას დაეთმობა.

დღის ამბები