30 ოქტომბერი 2026,   20:02
ვრცლად
პაპი ლეო XIV ისტორიაში პირველი პაპი გახდა, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

რომის პაპმა ლეო XIV-მ შუალედური არჩევნებისთვის ილინოისის შტატში ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა და ისტორიაში პირველი პაპი გახდა, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

"წმინდა მამა გამოხატავს რწმენას, რომ მოქალაქეებს აქვთ როგორც უფლება, ისე მოვალეობა - მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში" - ნათქვამია წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებაში.

ჩიკაგოში დაბადებული პონტიფიკოსი პირველი ამერიკელი მოქალაქეა, რომელმაც ვატიკანის უმაღლესი თანამდებობა დაიკავა.

"პაპმა ლეო XIV-მ, როგორც აშშ-ის მოქალაქემ, გამოიყენა ხმის მიცემის უფლება, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა" - აცხადებს პრესსამსახური.

აშშ-ის შუალედური არჩევნები განსაზღვრავს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამასთან, შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის წლებზე.

არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 ნოემბერს გაიმართება, თუმცა უმეტეს შტატებში ვადამდელი კენჭისყრა უკვე დაწყებულია.

NBC News-ის ცნობით, პაპმა ფოსტით გასაგზავნი საარჩევნო ბიულეტენი 3 ოქტომბერს, უილის ოლქის ადმინისტრაციული სამსახურიდან გამოითხოვა.

ცნობისთვის, ორი კვირის წინ პაპს ფილტვის კიბოს დიაგნოზის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

ვატიკანმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ 71 წლის პაპი, გეგმის შეცვლას არ აპირებს ნოემბრის დასაწყისში ურუგვაიში, არგენტინასა და პერუში გაემგზავრება.

დღის ამბები