შვეიცარიის ქალაქებში ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები აკრძალა. მიუხედავად ამისა, ციურიხსა და ბაზელში პოლიციასთან შეტაკებები და არეულობა დაიწყო.
ციურიხის ცენტრში, ასობით დემონსტრანტმა მუნიციპალური ინვენტარისგან ბარიკადები აღმართა, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ურნებს და ველოსიპედებს. დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სამართალდამცველებს პიროტექნიკა, ბოთლები და ქვები ესროლეს.
საპასუხოდ პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველებმა დაკავებების სერია დაიწყეს.