03 ნოემბერი 2026,   16:40
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად წირვას ესწრებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700-ე წელს შესრულდა.

დღის ამბები