05 ნოემბერი 2026,   04:46
ვრცლად
გრიბოედოვის თეატრში ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

გრიბოედოვის თეატრში ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო - "თბილისო ჩემო" გაიმართა. ღონისძიებაზე კომპოზიტორის ძველი და ახალი ჰიტები შესრულდა.

სცენაზე მამასთან ერთად მუსიკალური ნომრები ცისანა სეფიაშვილმაც შეასრულა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კომპოზიტორის მეგობრებისა და კოლეგების ხსოვნას. კონცერტი მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები