04 ნოემბერი 2026,   19:06
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 45 870 ლარის ღირებულების პროდუქცია მიისაკუთრა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო მასალების მაღაზიის მეპატრონეს 45 870 ლარის ღირებულების მასალა იმ პირობით გამოართვა, რომ თანხას მოგვიანებით გადაუხდიდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული მასალები თაღლითურად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

დღის ამბები