05 ნოემბერი 2026,   02:17
ვრცლად
დასავლეთი საქართველოს უყურებს როგორც კრიტიკულ ადგილს, რომელიც რუსეთზე თავდასხმისთვის უნდა იქნას გამოყენებული - ვატო შაქარიშვილი​

"საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა" - ამ სახელწოდების საერთაშორისო ფორუმი თბილისში ხვალ გაიმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ნეიტრალიტეტის პერსპექტივაზე იმსჯელებენ.

ფორუმის ორგანიზატორები არიან პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" და "ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრი".

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები. პროგრამა ოთხ თემატურ პანელს აერთიანებს.

"დასავლეთი საქართველოს უყურებს როგორც კრიტიკულ ადგილს, რომელიც რუსეთზე თავდასხმისთვის უნდა იქნას გამოყენებული. იგივე ითქმის სომხეთსა და აზერბაიჯანზეც. მსგავსი კონფერენციების ჩატარება, სადაც ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს საშუალებას აძლევს იყოს ის, რაც არის. მას შეიძლება ჰქონდეს ისეთი შეხედულებები, რომლებსაც დასავლეთი ეთანხმება, და ისეთებიც, რომლებსაც არ ეთანხმება; ისევე როგორც შეხედულებები, რომლებსაც რუსეთი ან ჩინეთი ეთანხმება, ან თუნდაც არ ეთანხმება. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილი, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი შეხედულებები, ფასეულობები და აზრები", - განაცხადა პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები