04 ნოემბერი 2026,   16:09
ვრცლად
თუ რუსეთს მივცემდით უფლებას, გაიმარჯვოს დამპყრობლურ ომში, რომელიც სამართლის ყველა პრინციპს არღვევს, ეს სახიფათო პრეცედენტს შექმნის - იოჰან ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში გლობალურ შედეგებზე შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი ამ დამპყრობლურ ომში გაიმარჯვებს, ეს შექმნის პრეცედენტს, რომელიც სამართლის ყველა პრინციპს არღვევს.

მინისტრის შეფასებით, არავინ იცის სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს.

ამასთან, ვადეფულმა განმარტა, რომ ისინი სწორ მხარეს არიან და იმ ადამიანებს უჭერენ მხარს, რომლებსაც თავს დაესხნენ.

"თუ რუსეთს მივცემდით უფლებას, გაიმარჯვოს დამპყრობლურ ომში, რომელიც სამართლის ყველა პრინციპს არღვევს, ეს სახიფათო პრეცედენტს შექმნის და არავინ იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი.

ჩვენ სწორ მხარეს ვართ. ჩვენ იმ ადამიანების მხარეს ვართ, რომლებსაც თავს დაესხნენ. ჩვენ კანონის მხარეს ვართ", - აღნიშნა ვადეფულმა. 

დღის ამბები