ევროპის მასშტაბით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო, 10-ზე მეტ თვითმფრინავს ავარიულად დაშვება მოუწია. საჭირო გახდა რამდენიმე რეისის გადამისამართება.
პირველად, ავარიულად დასვეს ირლანდიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი. მოგვიანებით, საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღო Ryanair-მა. ავიაკომპანიის სამი ხომალდი ბულგარეთში დაეშვა. შემოწმებების შემდეგ საფრთხე არ დადასტურდა. იგივე ღონისძიებები განხორციელდა ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის პოლონეთისა და იტალიის სხვადასხვა აეროპორტში.