07 ნოემბერი 2026,   10:54
ვრცლად
ახალციხეში მრავალპროფილური უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

ქალაქ ახალციხეში, კლინიკა "იმედში“ მრავალპროფილური უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

აქციის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები, სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან კი სამედიცინო კონსულტაციები მიეღოთ.

უფასო სამედიცინო აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის, გაგუას კლინიკის, „გიდმედისა“ და „კარაპს მედლაინის“ მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა.

სამედიცინო აქცია საქართველოს პარლამენტის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და კლინიკა „იმედის“ მხარდაჭერითა და ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

დღის ამბები