08 ნოემბერი 2026,   12:27
ვრცლად
ტირანაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებს ნიღბიანი დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ.

სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები კი პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკებს ისროდნენ.

ალბანეთში პროტესტი სტუდენტების ორგანიზებით რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ისინი ქვეყანაში კორუფციას, სამუშაო ადგილების ნაკლებობას და განათლების დაბალ დონეს აპროტესტებდნენ. აქციები ტირანასა და სხვა ქალაქებში არეულობაში მალევე გადაიზარდა.

დღის ამბები