მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ქალაქში სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ჯამში 3 700 გრძივი მეტრი გზა დაიგება. სამუშაოები ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, საგზაო ნიშნების დამონტაჟებასა და გზის მონიშვნას.