10 ნოემბერი 2026,   08:40
ვრცლად
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

თავისუფალ ჭიდაობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

მშობლიურ ქალაქ ონში, სპორტსმენს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა კლუბ "შოვის" დამფუძნებლის, დავით უგრელიძის მიმართაც, რომელიც წლებია მხარს უჭერს რეგიონის სპორტსმენებს და აქტიურად გულშემატკივრობს მათ წარმატებებს.

დღის ამბები