13 ნოემბერი 2026,   09:20
ვრცლად
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბეში.

გზის 1 200-ს მეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, ასევე, ეწყობა ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და სანიაღვრე სისტემები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები