პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, "დებატების" ეთერში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს.
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საპირწონედ, თბილისი, რაიმეს არ თმობს - ის, ამით, ევროკავშიორთან ან შტატებთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობს.
"ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე ჩვენი სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის. ანუ, ეს არ არის საპირწონე ევროკავშირისა, ეს არ არის საპირწონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა.
ეს არის, ასე ვთქვათ, შემავსებელი აუცილებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ყველა იმ დაინტერესებული მხარისათვის ის შეკრების ადგილი, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთთან იკვეთება, ხელს ჩამოართმევს და ამით მივიღოთ ჩვენ მაქსიმალური სარგებელი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.