16 ნოემბერი 2026,   22:07
ვრცლად
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - პარტია "ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სანქციების დაწესების მოთხოვნა უარყო

სანქციების დაწესების მოთხოვნა უარყო დღეს პარტია "ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოში - ეს მაშინ, როდესაც პარტიის ლიდერები პირდაპირ აცხადებდნენ და მოითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, რუსული ბიზნესის აკრძალვას და სანქციების პაკეტებთან საქართველოს მიერთებას, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკას.

კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა არჩევნების აღიარება-არაღიარების საკითხს. პლენუმი დაინტერესდა, იმ ფონზე, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები სრულ თანხვედრაში იყო "ლელოს" წარმომადგენლების პოზიციებთან, რატომ არ მიიღო პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.  

გიორგი სიორიძე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო, აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო სიების გადაღების საშუალება, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

"ჩვენ პრობლემა გვქონდა იმ საერთო აქტივობასთან, რომელიც მიგვაჩნია მანიპულაციურად. და ჩვენი მოთხოვნა არჩევნებზე იყო, რომ უნდა შემოწმდეს, მთავარ დარღვევად რაც მიგვაჩნია, სხვა პირების, სხვა ამომრჩევლების პირადობის პირადი ნომრების მეშვეობით რამდენიმე - ან ორგზის ან რამდენიმეგზის ხმის მიცემა. საარჩევნო უბნების უმეტესობაზე არ ეძლეოდათ დამკვირვებლებს და პოლიტიკური სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს სრულად დაკვირვების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ რეგისტრატორის ეკრანზე დაკვირვება ყოველთვის არ იყო ხოლმე შესაძლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო კედელთან ახლოს მიდგმული ეს მაგიდები. ეს იყო სერიოზული პრობლემა. ასე რომ, სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა აქ არ იყო", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

 

 

დღის ამბები