17 ნოემბერი 2026,   01:11
ვრცლად
ჩინეთი დღეს არა მარტო მსოფლიო ეკონომიკის, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელიც თამაშის წესებსაც ამკვიდრებს - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩინეთი დღეს არა მარტო მსოფლიო ეკონომიკის, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელიც თამაშის წესებსაც ამკვიდრებს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა "დებატების" ეთერში განმარტა, შუა დერეფანი ძალიან აქტუალური თემაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი კვანძი საქართველოა და ერთადერთი უსაფრთხო სახმელეთო კავშირია ჩინეთს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და ევროპას შორის.

"ჩინეთი დღეს არა მარტო მსოფლიო ეკონომიკის, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლავთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თამაშის წესებსაც ამკვიდრებს. არის 2025 წლის ინიციატივა ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის, სადაც იგი გლობალური მმართველობის და თანამშრომლობის 5 პრინციპზე საუბრობს. ეს ერთი არის ერთგულება, სუვერენული ურთიერთობისა, ანუ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ერთგულება; მეორე საკითხი გახლავთ, თუ საერთაშორისო სამართალზე და თამაშის წესების საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობა; მესამე საკითხი გახლავთ, ეს არის მიმართული არის, რომ მრავალმხრივობა უნდა იყოს და მრავალფეროვნება დაცული. ანუ ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება, რომ ყველა ერი და ყველა სახელმწიფო ერთიანი ასე ვთქვათ კალკის და ჩარჩოს ქვეშ მოვაქციოთ, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ისტორია, თავისი სოციალური თუ სხვა ეროვნული მახასიათებლები; მეოთხე საკითხი ეს არის ანუ მაქსიმალური მიმართულება სწორედ ამ თანამშრომლობისა ადამიანის საჭიროებებზე დაყრდნობით და ერთგულება სწორედ ადამიანის საჭიროებების მიმართ და მეხუთე ეს გახლავთ შედეგზე ორიენტირება. ეს ის პრინციპებია, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსათვის მისაღებია, ჩვენი ქვეყნისთვისაც მისაღებია და ამ პრინციპებზე დაფუძნებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა რეალურ ასე ვთქვათ შედეგებში გადმოვიტანოთ.

ახლა ჩვენ დაახლოებით ყველამ ვიცით, თუ რა არის ეს მთავარი მიმართულებები, ხომ? მოგეხსენებათ, შუა დერეფანი დღეს უაღრესად აქტუალური არის, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მიმართულება ჩაკეტილია გარკვეული მიზეზების გამო, აგრეთვე სამხრეთის მიმართულებაც შუა აღმოსავლეთში და ირანთან დაკავშირებულია ეს რთული ვითარება, აგრეთვე, იქაც ჩაკეტილია და შუა დერეფანი რჩება ერთადერთი ამჟამად უსაფრთხო სახმელეთო კავშირი ჩინეთს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და ევროპას შორის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები