18 ნოემბერი 2026,   09:24
ვრცლად
მარნეულში, შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ერთდროულად ოთხ ქუჩაზე განხორციელდება

მარნეულში, შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ერთდროულად ოთხ ქუჩაზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ჯამში - ალგეთის, ბერიტაშვილის, ყარყარაშვილისა და უიარაღოს ქუჩებზე 3 კილომეტრ ნახევრამდე გზა განახლდება.

სამუშაოების ფარგლებში დაიგება: ასფალტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, განხორციელდება გზის მონიშვნა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.

პროექტის ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

დღის ამბები