აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ Reuters-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ კეშმის კუნძულზე სარაკეტო გაშვების ობიექტს დაარტყა, რაც ირანის მიერ ამერიკული პერსონალისა და ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საპასუხო ღონისძიება იყო.
მედიის ინფორმაციით, ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალურ პირს, მათთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.