18 ნოემბერი 2026,   09:27
ვრცლად
შალვა გოგოლაძემ ქართველ მოჭადრაკეებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ, ქართველ მოჭადრაკეებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. საბერძნეთში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი 10 წლამდე გოგონათა შორის ლილე სვანაძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი თეა რუსიტაშვილმა და ერეკლე ტაბატაძემ მოიპოვეს.

მინისტრმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

დღის ამბები