18 ნოემბერი 2026,   18:59
ვრცლად
ძალადობა ნორმა არ არის - ეკა კუპატაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოცხადდა.

საქმე ეხება დიდი დიღმის ძალადობის ეპიზოდს, რომელზეც ბრალი წარუდგინეს დემეტრე კასრაძესა და ირაკლი სულაბერიძეს. სასამართლომ კასრაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დამნაშავედ ცნეს სულაბერიძეც. მისთვის სასჯელი კი, 24 ნოემბერს დაგეგმილ პროცესზე განისაზღვრება.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც თან ახლავს ძალადობა.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა მოკლული გიგა ავალიანის დედამ. ეკა კუპატაძის თქმით, აღნიშნული სასჯელი არის პრევენცია, რათა ყველამ იცოდეს, რომ ძალადობა ნორმა არ არის.

"გავიმეორებ მოსამართლის, ბატონი რომეო ტყეშელაშვილის სიტყვებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ჩემს ცნობიერებას. ყველა მერყევი ხასიათის ადამიანისთვის ეს სასჯელები უნდა იყოს მაგალითი. მაგალითი იმისა, რომ დიახ, ძალადობა ნორმა არ არის. არ შეიძლება", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

დღის ამბები