ბათუმში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. "ქართველები და ზღვა" წელს მესამედ ჩატარდა.
პროექტმა გააერთიანა გამოფენები, ლიტერატურული წარმოდგენები, მუსიკალურ კომპოზიციები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
ფესტივალში, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი აქვს, წელს გერმანიისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.