22 ნოემბერი 2026,   10:19
ვრცლად
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაეშვა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.

დღის ამბები