საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი–აცანა–მამათი–ძიმითის საავტომობილო გზის კმ2–კმ5 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.