21 ნოემბერი 2026,   18:53
ვრცლად
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია." - წერია ინფორმაციაში. 

დღის ამბები