გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა ტარდება.
კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე, ღვთისმსახურებას ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღავლენს.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს და 23 ნოემბერს.
დღევანდელი დღე საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.