აშშ-მა, რამდენიმე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ, ახალი საბაჟო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტარიფების დაწესებას საფუძვლად დაედო "სავაჭრო აქტის" 301-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიება, რომელიც წარმოების სხვადასხვა სექტორში ჭარბ საწარმოო სიმძლავრეებსა და წარმოებას ეხებოდა.
ქვეყნები და ეკონომიკური გაერთიანებები, რომელთა მიმართაც აღნიშნული გამოძიებები მიმდინარეობს, არიან: ჩინეთი, ევროკავშირი, სინგაპური, შვეიცარია, ინდონეზია, მალაიზია, კამბოჯა, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, ტაივანი, ბანგლადეში, იაპონია და ინდოეთი.
მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნისა და პროდუქციის მიმართ, განსხვავებული საბაჟო ტარიფები იმოქმედებს.
ყველაზე მაღალი საბაჟო ტარიფი ჩინეთს ემუქრება - 40%-მდე. მას მოსდევს ვიეტნამი, რომლისთვისაც ტარიფი 35%-მდე იქნება, ხოლო დანარჩენი ქვეყნების მიმართ 20%-იანი ან 25%-იანი ტარიფები დაწესდება.
ამასთან, ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს განაკვეთები ფაქტობრივად შემცირდება, რადგან იმოქმედებს ტარიფების მაქსიმალური ზღვარი (ლიმიტი), რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა მანამდე უკვე მიაღწია შეთანხმებას.