26 ნოემბერი 2026,   16:49
ვრცლად
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება. მისი ავტორები პასუხისმგებელი პირებისთვის, მიზნობრივი ფინანსური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გამოდიან.

პარალელურად, ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ალტერნატიული პროექტიც, რომლის ავტორიც სუვერენულ ერთა ევროპაა. პოლიტიკური ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს - პატივი სცეს საქართველოში არსებულ ლეგიტიმურ დემოკრატიულ პროცესებსა და თავი შეიკავოს ქვეყნის შიდა საქმეებში უკანონო ჩარევისგან. აქვე აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები ჯგუფური ძალადობის, და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის გამო არიან დაკავებული.

დღის ამბები